სსიპ ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბურის N2 საჯარო სკოლა
ინტელექტკლუბი
„ლამპარი“
ზოგადი დებულება
თავი
I
1.ზოგადი დებულება
1.1 სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ინტელექტკლუბი
„ლამპარი“ დაფუძნებულია ვარდო ხოზრევანიძის
მიერ;
1.2კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი
მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე;
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი;
1.4 კლუბის იურიდიული მისამართია: ხელვაჩაურის
რაიონი, სოფელი სალიბაური.
2.
კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების
გამრავალფეროვნებას;
2.2 გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში;
2.3 მოსწავლეების აკადემიური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარება;
2.4 მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება;
2.5 მისცემს
მოსწავლეებს
თვითრეალიზების საშუალებას;
2.6
მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება.
2.7
ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და
გადაცემისთვის აუცუილებელი
უნარ–ჩვევის განვითარება;
2.8 მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა საუბარი) განვითარება
2.9 აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
2.10 სამეტყველო ეტიკეტის
ნორმების დაცვა;
2.11 სხვადასხვა
სახის ტექსტის წაკითხვა, გაგება,
გაანალიზება.
2.12 ადეკვატური პასუხის გაცემა, ლექსიკური მარაგის
გამდიდრება;
2.13 მსჯელობა გარკვევით და ამომწურავად, ფაქტებისა და
არგუმენტების გამყარება ტექსტური მასალით.
3. კლუბის მოსალოდნელი
შედეგები:
3.1მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიება
ინტერნეტში. სხვადსხვა სახის ენციკლოპედიებში;
3.2 სხვადსხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტებიდან ლოგიკური კითხვების
დასმა, პასუხების ორგანიზება;
3.3 თანამიმდევრულად მეტყველება, ასაკისათვის შესაფერისი
ლექსიკის გამოყენება, საუბრის დროს ინტონაციის, მახვილისა და რიტმის სწორად დასმა,
დროის ლიმიტის დაცვა;
3.4 საკუთარი
ცოდნის გამოყენება,
გამარჯვებისაკენ სწრაფვა, მეგობრების შეძენა;
3.5 არგუმენტირებული
მსჯელობის უნარის განვითარება. ლექსიკური მარაგის შევსება – გამდიდრება;
3.6 აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
7.7
სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადოება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) მონაცემთა საფუძველზე. ფუნქციონალურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
4.
კლუბში გაწევრიანებa:
4.1 კლუბის წევრობა ნებაყოფილობითია;
4.2 კლუბის
წევრი შეიძლება გახდეს X-XII
კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
4.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს
წერილობითი ფორმით (განცხადებით );
4.4 კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრობის მოწმობა;
4.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღება კლუბის
ლიდერის მიერ, სკოლის პედაგოგთან შეთანხმებით;
4.6 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა
და მისი საქმიანობის თაობაზე;
4.7კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა
კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
4.8 კლუბის
წევრს ეკრძალება იმოქმედოს კლუბის ან სკოლის ადმინისტრაციის სახელით კლუბთან ან სკოლის
ადმინისტრაციასთან შეთანმების გარეშე;
4.9 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,
რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმინობასთან;
4.10 კლუბის
წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით, როდესაც
მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების
დებულებებს;
4.11 სკოლის დამთავრების შემდეგ.
5.
კლუბის სტრუქტურა, მართვა
და გადაწყვეტილების მიღება:
5.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობა
არა უმეტეს 25 მოსწავლეა;
5.2 კლუბს ჰყავს ლიდერი, რომელიც აირჩევა ფარული კენჭისყრის
საფუძველზე;
5.3 კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება
აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
5.4 კლუბის ლიდერის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე
პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებისა
და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, დანიშნოს/გაათავისუფლოს
კლუბის წევრი/წევრები, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს
ფუნქციები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნებისათვის;
5.5ხელმძღვანელი
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად;
5.6 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით:
დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს
კლუბის ლიდერი;
5.7 კლუბის ლიდერი ირჩევა ერთი წლის ვადით;
5.8 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება
არჩეეული იქნას 2 ვადით.
6. ინტელექტკლუბის წევრი მოვალეა:
6.1 დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
6.2 გაუფერთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
6.3აქტიური მონაწილეობა მიიღოს ინტელექტკლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი
შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
7.
კლუბის მუშაობა:
7.1კლუბი იკრიბება თევში მინიმუმ ორჯერ;
7.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება
წევრთა არანაკლებ 2/4;
7.3 კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით:
8.
ინტელექტკლუბის სამუშაო პერიოდი:
8.1 ინტელექტკლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის სასწავლო
წლის პერიოდს;
8.2 ინტელექტკლუბი
მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით:
8.3 კლუბის
სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
9.
კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
9.1 კლუბის რეორგანბიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა,
გარდაქმნა) და ლიკვიდაცია ხორციელდება სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილბით;
8. 2 მიზნების მიუღწევლობის შემთხვევაში.
თავი II
ზოგადი
დებულება ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს ინტელექტკლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება
ყველა წევრზე.
1.
კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებული არიან იცავდნენ კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდნენ
მას და ზრუნავდნენ მის განვითარბაზე, თავიანთი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდნენ
მას, მოქმედებდნენ მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2.
კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებული არიან იცავდნენ და პატივს სცემდნენ კლუბის დებულებას და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფირად ახორციელბდნენ
მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამართლებდნენ
ნდობას.
3.
კლუბის
წევრები და ლიდერი უფლებამოსილი არიან გონივრულად ისარგებლონ და გამოიყენონ კლუბის
სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმინობების ანგარიშები, მათგან
გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო
მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი,
რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
4.
ინტელექტკლუბის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება ( მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება)
პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
დასკვნითი
დებულება
1.
წესდება
ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დღიდან;
2.
ამ წესდებაში ცვლილბები შეიძლება შეტანილი იქნას მხოლოდ
საერთო კრების გადაწყვეტილებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий